თავში

სამეგრელოში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

სამეგრელოში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეწურწუმეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, შემთხვევის დროს მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შვილმა მამას სამზარეულოს დანით გულ-მკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც  თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანებები მიიღო. 

მათივე თქმით, ის ამ დროისათვის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში წევს.

"შემთხვევის დროს ორივე ნასვამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ისინი ხშირად სვამდნენ ერთად. კონკრეტულად რა მოხდა არავინ არ იცის, რადგან შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. გარდაცვლილი სამზარეულოს დანით არის მოკლული, მას ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდის არეში. მამის დაჭრის შემდეგ, შვილმა თვითმკვლელობა სცადა, თვითდაზიანებები მიიღო და ახლა საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. მას ეპილეფსია აწუხებდა და შემთხვევის შემდეგ ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა და ყვიროდა", - აცხადებს ადგილობრივი. 

ცნობისთვის, ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system