თავში

საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილი, სავარაუდოდ პოლიციამ დაჭრა

საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილი, სავარაუდოდ პოლიციამ დაჭრა
საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილი, სავარაუდოდ პოლიციამ დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს. ამის შესახებ თვითმხილველები ყვებიან.

გავრცელებული ინფორმაციით,  მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით Report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system