თავში

,,სარფის" საბაჟოზე ავტომობილის სამალავში 1 კგ-ზე მეტი ოქრო აღმოაჩინეს

,,სარფის" საბაჟოზე ავტომობილის სამალავში 1 კგ-ზე მეტი ოქრო აღმოაჩინეს
,,სარფის საბაჟოზე ავტომობილის სამალავში 1 კგ-ზე მეტი ოქრო აღმოაჩინეს

„სარფის“ საბაჟოზე სამალავის მეშვეობით ერთ კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system