თავში

სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

​სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელსაც ტრანზიტული ტვირთი გადაჰქონდა, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) აღმოაჩნდა.

„საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ., რომელსაც გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რისკის პროფილის საფუძველზე, წითელი დერეფანი განესაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”,-  განმარტავენ შემოსავლების სამსახურში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system