თავში

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ფ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 293.69 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 744 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system