თავში

სათამაშო იარაღის მუქარით აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ითხოვდნენ

სათამაშო იარაღის მუქარით აფთიაქში ფსიქოტროპულ
სათამაშო იარაღის მუქარით აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ითხოვდნენ

ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" აფთიაქში ინციდენტი მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირი ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ. მას შემდეგ რაც ფარმაცევტმა უარი განუცხადა, მას იარაღით დაემუქრნენ.

"სავარაუდო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით დაკავებული იქნა ერთი პირი. ბრალდებულის სახით. დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა", - განაცხადა ადგილზე ადგილზე გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა.

მისივე ინფორმაციით, აფთიაქში შესული ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია. 

Report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system