თავში

სავარაუდოდ, 2 მძევალი თავისუფალია

სავარაუდოდ, 2 მძევალი თავისუფალია
სავარაუდოდ, 2 მძევალი თავისუფალია

გავრცელებული ინფორმაციით, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ორი სამართალდამცველი, მათ შორის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, შევიდა. 

სამართალდამცველებმა ბანკიდან ორი ადამიანი, სავარაუდოდ, მძევლები გამოიყვანეს.

ცნობისთვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system