თავში

სავარაუდოდ, გათავისუფლებულია კიდევ ერთი მძევალი

სავარაუდოდ, გათავისუფლებულია კიდევ ერთი მძევალი

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, 19 მძევლიდან კიდევ ერთი ადამიანი გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია შუა ხნის ქალი, ის სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

დანარჩენი მძევლების გასათავისუფლებლად სამართალდამცველები მუშაობენ. ზუგდიდიში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურიც.

მძევლის გათავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შეიარაღებულ პირს ამჟამად 18 მძევალი ჰყავს აყვანილი. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება. 

ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system