თავში

სენაკში მიტროპოლიტ საბას სახლში 3 ნიღბიანი ყაჩაღი შეიჭრა

სენაკში მიტროპოლიტ საბას სახლში 3 ნიღბიანი ყაჩაღი შეიჭრა
სენაკში მიტროპოლიტ საბას სახლში 3 ნიღბიანი ყაჩაღი შეიჭრა

ყაჩაღობა მოხდა სენაკში. სამი შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცი მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას სახლში შეიჭრა და ოჯახის წევრები თოკებით დააბეს. ამის შემდეგ ისინი ოქროულობას და თანხას ითხოვდნენ. 

ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. სახლში მეუფის მოხუცი დედა, მისი მომვლელი და არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრებს დამყაჩაღებლები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ.

შსს-ის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system