თავში

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

33 წლის ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილი ხდება.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ის 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია. ტელეკომპანია ავრცელებს ბრალდებულის ფოტოსაც.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 

მისივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, ბრალდებულის ვინაობა უტყუარად დადასტურდა. 

ის 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები პირია. მას 7-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა.

მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system