თავში

შეიარაღებული დაპირისპირება ბათუმში - ერთმანეთს ავტომობილებიდან ესროდნენ

შეიარაღებული დაპირისპირება ბათუმში - ერთმანეთს ავტომობილებიდან ესროდნენ
შეიარაღებული დაპირისპირება ბათუმში - ერთმანეთს ავტომობილებიდან ესროდნენ

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში შეიარაღებული დაპირისპირება იყო. როგორ ერთ-ერთმა თვითმხილველმა ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა, ერთმა მანქანამ საავარიო მანევრი გააკეთა, შემდეგ მძღოლმა იარაღია ამოიღო და მის უკან მომავალ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. 

"იარაღი ამოიღო, სამხედრო ფორმა ეცვა, მძღოლის გვერდით ვინც ეჯდა, იმან ამოიღო იარაღი და დაიწყო სროლა, ჩემ გვერდით ხდებოდა ეს. უკანაც, სხვა მანქანიდან ისროდნენ და არ ვიცი, ჩახოცეს თუ ერთმანეთი თუ რა ქნეს, ლამის მოვკვდი, ძლივს გამოვასწარი”, – ჰყვება ამბავს თვითმხილველი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system