
ვარკეთილში ორმა შეიარაღებულმა პირმა ე.წ. სვანების ბაზრობის ერთ-ერთი საბითუმო მაღაზია დააყაჩაღა. წაღებულია 15 000 ლარი.
თავდამსხმელებმა თანხა იარაღის მუქარით წაიღეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
პოლიციამ მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო.
როგორც report.ge-ს შსს-ში განუმარტეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.