თავში

პოლიციის უფროსს პოლიციის შენობაში სცემეს

პოლიციის უფროსს პოლიციის შენობაში სცემეს
პოლიციის უფროსს პოლიციის შენობაში სცემეს

ვალეს პოლიციის უფროსის ცემასა და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა. სხდომა დისტანციურად დღეს, 29 მაისს გაიმართა. 

პროკურორი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. 

ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აღკვეთის ღონისძიების ფორმას არ ეთანხმება. როგორც ის ამბობს, რომ დაკავებულს დეტალები არ ახსოვს, რადგან ინციდენტის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, დაკავებულს სურდა, პოლიციის უფროსი სახლში, სუფრაზე დაეპატიჟებინა და განყოფილებაში ამიტომ მივიდა. 

შემთხვევა 26 მაისს მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 44 წლის მამაკაცი ვალეს პოლიციის განყოფილებაში მივიდა და უფროსს დაარტყა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის ადგილზე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system