თავში

"შოკში ვართ" - თაკო ჩარკვიანი თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

"შოკში ვართ" - თაკო ჩარკვიანი თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ
შოკში ვართ - თაკო ჩარკვიანი თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

წუხელ, თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალების შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი Report.ge-სთან საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, დაჭრილი ლევან შაბურიშვილი მისი პარტიის წევრი და თაკო ჩარკვიანის ახლო მეგობარია. 

თაკო ჩარკვიანის თქმით, ლევან შაბურიშვილი სიკვდილს მხოლოდ იმის გამო გადაურჩა, რომ თავდამსხმელმა კარი ღია დატოვა, მძიმედ დაჭრილმა დაზარალებულმა კი სწორედ ამ კარიდან მოახერხა გაქცევა, რომელსაც შემდეგ მეზობელი დაეხმარა. 

"ლევანს 20 წელია ვიცნობ, ჩვენ თვალწინ გაიზარდა. წარმოუდგენლად კარგი ბიჭია. "ფუტკარი" შევარქვით. მშრომელი, კეთილი ბიჭია, ცხოველები უყვარს ძალიან. მოკლული მიშო მელიქიშვილი კი ლევანის მეგობარია. მასაც იცნობენ ჩვენს პარტიაში და ყველა კარგად ახასიათებს.

ლევანმა, ყვირილი რომ გავიგე, მეორე ოთახიდან გამოვარდი და მიშოს უკვე ყელი ჰქონდა გამოჭრილიო. დამნაშავემ რომ დაინახა მოწმე იმასაც ყელი გამოჭრა, თუმცა საბედნიეროდ ლევანმა გაქცევა მოახერხა, ტვინის შერყევაც აქვსო, ალბათ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კარი დატოვეს ღია და საბედნიეროდ ამის გამო მოახერხა გაქცევა, შემდეგ ღვთისნიერი მეზობელი დაეხმარა და გადაარჩინეს", - განუცხადა Report.ge-ს თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, თავდამსხმელებმა კვალის დაფარვის მიზნით ბენზინიც მიიტანეს შემთხვევის ადგილას და სახლი დაწვეს.

"ჩვენ გავიგეთ რომ ლევანის სახლი დაიწვა, შემდეგ ვრეკავდით მასთან და არ გვპასუხობდა. თურმე რა სახლი დაიწვა, ასეთი ამბავია მომხდარი. ბენზინი მოიტანეს და სახლი დაწვეს, ალბათ კვალის დაფარვა უნდოდათ. გოგო და ბიჭია დაკავებული. შოკში ვართ, ეს რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ. 90-იანი წლები დაბრუნდა, ოღონდ რუსული 90-იანები," - უთხრა Report.ge-ს თაკო ჩარკვიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system