თავში

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი -ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system