თავში

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი, „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system