თავში

შსს-მ კახეთში ექვს კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო

შსს-მ კახეთში ექვს კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო
შსს-მ კახეთში ექვს კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ექვსი კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system