თავში

შსს-მ მარნეულის ინცინდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

შსს-მ მარნეულის ინცინდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
შსს-მ მარნეულის ინცინდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით ისინი 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. არიან. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს - გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს.", - აცხადებენ შსს-ში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system