თავში

შსს-მ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა
შსს-მ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნა

15 სექტემბერს, თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი, რა დროსაც 22 წლის ნიკო კვარაცხელია მოკლეს, შსს-მ გახსნა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები იძებნებიან. ამის შესახებ უწყებამ ინფრომაცია გაავრცელა. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system