თავში

შსს: მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია

შსს: მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია

,,მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, დანარჩენი მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთასამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე ახლა მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან: შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს. ზიანის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ამ დროისთვის, უცნობია, კიდევ რამდენი მძევალი რჩება ,,საქართველოს ბანკში". შეიარაღებულ პირს ბოლოს 19 მძევალი ჰყავდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system