თავში

შსს-სთან ორი აქტივისტი დააკავეს

შსს-სთან ორი აქტივისტი დააკავეს
შსს-სთან ორი აქტივისტი დააკავეს

შსს-ის შენობასთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. პროტესტის მონაწილეები უწყების შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული ვანო მაღალაშვილი უწყების შენობაში გადაიყვანეს.

ისინი დაკავებულს შეძახილებით ამხნევებდნენ. 

პოლიციელების განმარტებით, აქტივისტები არ დაემორჩილდნენ სამართალდამცველების მოთხოვნას, გაეთავისუფლებინათ სამანქანო გზის ნაწილი, ამიტომ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

დაკავებულებს შორის არიან ლაშა ხუსკივაძე, ასევე კახა კვეკვესკირი.

დღეს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე ოპოზიციის მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ დაუშვებელია შენობების პიკეტირება და ომ თუ მსგავსი რამ მოხდება, უწყება შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system