
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ოფისიდან ორი მძევლის გათავისუფლების ვიდეოს ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, დანარჩენი მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, უცნობია, კიდევ რამდენი მძევალი რჩება ,,საქართველოს ბანკში". შეიარაღებულ პირს ბოლოს 19 მძევალი ჰყავდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.
ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.