თავში

სისხლიანი გარჩევა მარნეულის ცენტრში

სისხლიანი გარჩევა მარნეულის ცენტრში
სისხლიანი გარჩევა მარნეულის ცენტრში

მარნეულის ცენტრში, ცოტა ხნის წინ სროლა იყო. შემთხვევის შედეგად ორი კაცი დაჭრეს. დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა დაზარალებულები ერთ-ერთ ოჯახში სამძიმრიდან სახლში ბრუნდებოდნენ. 

ორივე დაჭრილი მარნეულის საავადმყოფოში გადიაყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება, თუმცა ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. ადგილობრივების თქმით, ისინი სროლის შემდეგ გამოვიდნენ და ნახეს, რომ დაჭრილები უკვე საავადმყოფოში გადაჰყავდათ. 

ექიმის ინფორმაციით, ორივე დაჭრილს დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული, მათ სიცოცხელს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მოუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზინების მუხლებით დაიწყო. 

ფაქტზე დაკავებული ჯერ არავინაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system