თავში

სისხლიანი გარჩევა წერეთლის გამზირზე

სისხლიანი გარჩევა წერეთლის გამზირზე
სისხლიანი გარჩევა წერეთლის გამზირზე

წერეთლის გამზირზე, სკვერში ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია ორი ახალგაზრდა.  

თვითმხილველები ამბობენ, რომ მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც მალევე ფიზიკურ დაპირისისპირებაში გადაიზარდა. 

ახალგაზრდებს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 

ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით, ვადით 3-დან 6 წლამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system