თავში

სოხუმში ბანკი გაძარცვეს

​სოხუმში ბანკი გაძარცვეს
სოხუმში ბანკი გაძარცვეს

ოკუპირებულ სოხუმში "ამრა-ბანკის" ერთ-ერთი ოფისი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, 3 ნიღბიანმა პირმა თანხის გატანა მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხაა წაღებული.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაშინების მიზნით, მძარცველებმა დაცვის ერთ-ერთი წევრის მიმართულებით ისროლეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების უწყების წევრები ბანკთან იმ დროს გამოცხადდნენ, როდესაც მძარცველები ტერიტორიას ტოვებდნენ. ე.წ. ძალოვნებმა მათი მისამართით სროლა დაიწყეს, თუმცა ააცილეს.

მძარცველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system