თავში

სპეცოპერაცია 17 წლის ბიჭის გადასარჩენად - გატაცებულის ოჯახს 300 ათასი მოსთხოვეს - VIDEO

სპეცოპერაცია 17 წლის ბიჭის გადასარჩენად - გატაცებულის ოჯახს 300 ათასი მოსთხოვეს - VIDEO
სპეცოპერაცია 17 წლის ბიჭის გადასარჩენად - გატაცებულის ოჯახს 300 ათასი მოსთხოვეს - VIDEO

სპეცოპერაცია გატაცებული 17 წლის ბიჭის გადასარჩენად-„პოლიციის ფაილების" მიხედვით ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა მოზარდის გატაცებისთვის ოთხი პირი, მათ შორის, ყოფილი სპეცრაზმელი დააპატიმრეს. საქმის მასალების მიხედვით, გატაცებულის იოსებ გიორხელიძის მამას, რამინ გიორხელიძეს გამტაცებლებმა 300 ათასი დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით დაემუქრნენ. ბოროტმოქმედებმა რამინ გიორხელიძე გააფრთხილეს, რომ პოლიციისთვის არ მიემართა, თორემ მის შვილს მოკლავდნენ. მიუხედავად ამისა, იოსებ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

სპეციალურად შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა ოპერაცია სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში აწარმოა.

ერთ-ერთი დამნაშავის იდენტიფიცირება მისივე ხმის საშუალებით მოხდა. ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილი თანამშრომელი, ჯემალ შონია აღმოჩნდა. ოპერატიული მუშაობის შედეგად დადგინდა მეორე გამტაცებლის ვინაობაც - ის ასევე სოდის და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system