
ქუთაისის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით დაკავებულია 55 წლის მამაკაცი, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანა ედება ბრალად.
როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.