თავში

სპეცოპერაცია ზუგდიდში - დააკავეს დათო შენგელიას შვილი დადუ შენგელია

სპეცოპერაცია ზუგდიდში - დააკავეს დათო შენგელიას შვილი დადუ შენგელია
სპეცოპერაცია ზუგდიდში - დააკავეს დათო შენგელიას შვილი დადუ შენგელია

ზუგდიდის ცენტრში, დადიანის ქუჩაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა რადიო "ათინათმა" გაავრცელა. 

სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომლის მანქანასაც ჩხრეკა ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია ამოიღო თუ არა პოლიციამ უკანონო ნივთი ან რა მიზეზით მოხდა მამაკაცის დაკავება.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია "ტყის ძმების" ლიდერის დათო შენგელიას შვილი, დადუ შენგელია. მეზობლების თქმით, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჯერ არ ჩატარებულა. გამოძიება მას სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, მოხმარებასა და ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები. 

როგორც Report.ge-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში განუცხადეს, კომენტარი მოგვიანებით, ოფიციალურად გაკეთდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system