თავში

სროლა და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში  

სროლა და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში  
სროლა და ფიზიკური დაპირისპირება ახალქალაქში  

ინციდენტი ახალქალაქში - ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით მათ გასაშველებლად და გასაფრთხილებლად სამართალდამცველმა ჰაერში ისროლა. ჩხუბის დროს ერთი პირი დაშავდა. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ადგილობრივების თქმით ჩხუბი მაშინ დაიწყო, რაც ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთს მანქანით გზა არ დაუთმო, რაც ჯერ კამათში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. დაკავებული ჯერ არავინაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system