თავში

სროლა მარჯანიშვილზე - დაჭრილია ორი ადამიანი

სროლა მარჯანიშვილზე - დაჭრილია ორი ადამიანი
სროლა მარჯანიშვილზე - დაჭრილია ორი ადამიანი

მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაჭრილები მამა-შვილი არიან.  თვითმხილველების თქმით სროლას, წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. 

დაკავებული ჯერ არავინ არის.  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system