თავში

სროლა სამტრედიაში - სისხლიანი გარჩევისას 2 ახალგაზრდა მძიმედ დაიჭრა

სროლა სამტრედიაში - სისხლიანი გარჩევისას 2 ახალგაზრდა მძიმედ დაიჭრა
სროლა სამტრედიაში - სისხლიანი გარჩევისას 2 ახალგაზრდა მძიმედ დაიჭრა

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. 

სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი ახალგაზრდა მძიმედ დაიჭრა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომატიდან სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გარეთ გამოსულებს კი უგონო მდგომრეობაში მყოფი ადამიანები დახვდათ. გასროლამდე მათ ხმაური არ გაუგიათ. 

ერთ-ერთ დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია სამტრედიაში უტარდება, მეორე დაჭრილი კი კრიტიკული მდგომარეობის გამო ქუთაისში გადაჰყავთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system