თავში

სროლა წალენჯიხაში - ერთმანეთს პოლიციელები დაუპირისპირდნენ

სროლა წალენჯიხაში - ერთმანეთს პოლიციელები დაუპირისპირდნენ
სროლა წალენჯიხაში - ერთმანეთს პოლიციელები დაუპირისპირდნენ

სროლა წალენჯიხაში - ერთმანეთს პოლიციელები დაუპირისპირდნენ. სავარაუდოდ, ჩხუბში სამი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ამ დროისთვის, დაკავებულია ჩხუბში მონაწილე ერთი პოლიციელი ბესო ფიფია. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ბესო ფიფია სამსახურში მორიგე იყო, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, მათთვის უცნობია.

საქმეს, სამეგრელოს საოლქო პროკურატურა იძიებს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში report.ge-ს განუცხადეს, ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system