თავში

სროლა დიღომში - არიან დაჭრილები

სროლა დიღომში - არიან დაჭრილები

თბილისში, დიდ დიღომში, სასაფლაოს ტერიტორიაზე სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ორი მამაკაცი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

მომხდარის მიზეზი უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system