თავში

სტუმრების ცემისთვის, პოლიციამ ბარის მენეჯერიც დააკავა

სტუმრების ცემისთვის, პოლიციამ ბარის მენეჯერიც დააკავა
სტუმრების ცემისთვის, პოლიციამ ბარის მენეჯერიც დააკავა

თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი - ამავე დაწესებულების მენეჯერი, 1990 წელს დაბადებული მ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელიც დააკავა.

შეგახსენებთ, მოქალაქე ივიკო ფრუიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნავდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში მას სცემეს და თანხა გამოსძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system