თავში

სუს-თან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

სუს-თან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
სუს-თან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.

ხმაური ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბადრი შუბლაძის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხმაური ადგილზე ამის შემდეგ დაიწყო და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა სუს-ს შენობასთან 10-მდე პირი დააკავეს, მათ შორის მურმან დუმბაძე, გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და დავით მახარაძე და კიდევ რამდენიმე აქტივისტი. აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ისინი სუს-ის შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ.

პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system