თავში

ტაქსის მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ტაქსის მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ტაქსის მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ვანის მუნიციპალიტეტში, ტაქსის მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს, ერთმა მძღოლმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system