თავში

ტაქსის მძღოლი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

ტაქსის მძღოლი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
ტაქსის მძღოლი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

სამართალდამცველებმა, ტაქსის მძღოლის დაჭრისთვის 2003 წელს დაბადებული ნ.დ. გორში დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1965 წელს დაბადებულ გ.თ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, გორში ტაქსის მძღოლი დღეს დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system