თავში

თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავეს

თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავეს
თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის ერთი პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ eport.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 9 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2017-2019 წლებში, ზემოაღნიშნულ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 9 996 280 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობის ჯართის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა გზითაც მისსავე მართვის ქვეშ მყოფ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა ჯამში 330 615 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი, რომლის ნაწილს, 184 748 ლარის ოდენობის თანხას დაეუფლა თაღლითურად, ხოლო 145 867 ლარი გამოიყენა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ბრალდებულის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system