თავში

თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისა და 3 მძევლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

შეიარაღებულმა პირმა, ხელყუმბარით ხელში, ბანკის შენობა, დაახლოებით ორი საათის წინ, სამ მძევალთან ერთად დატოვა.

თავდამსხმელს ჩაბარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთო გალდავა, რომელმაც სხვა მძევლები ჩაანაცვლა. 

გათავისუფლებული მძევლები კი პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system