თავში

თავდამსხმელმა ,,ოდიშის" ოპერატორს ორჯერ დაუმიზნა და ესროლა - VIDEO

თავდამსხმელმა ,,ოდიშის" ოპერატორს ორჯერ დაუმიზნა და ესროლა - VIDEO
თავდამსხმელმა ,,ოდიშის ოპერატორს ორჯერ დაუმიზნა და ესროლა  - VIDEO

ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი გუშინ, დაახლოებით 14:21 წუთზე შევიდა და ადგილზე მძევლები აიყვანა. 

მოვლენების შუაგულში პირველი წუთიდან ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. როგორც ,,ოდიშის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდამსხმელმა როგორც კი ოპერატორი შენიშნა, მას დაუმიზნა და ესროლა. ილია ჯიშკარიანი ამბობს, ნათლად დაინახა, რომ მისი მიმართულებით შეიარაღებულმა პირმა ორჯერ ისროლა და რეზინის ტყვიაც წელის არეში მოხვდა. ამ ფაქტს ადასტურებს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მომხდარის დეტალები გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system