თავში

თავდასხმა ხაშურში - დაჭრილია ახალგაზრდა ქალი

თავდასხმა ხაშურში - დაჭრილია ახალგაზრდა ქალი
თავდასხმა ხაშურში - დაჭრილია ახალგაზრდა ქალი

ხაშურში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებული პირები, ერთ-ერთ ოჯახს ფულის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ, დაჭრილია ახალგაზრდა ქალი. 

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system