თავში

თბილისში 27 წლის კაცი სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს - ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს

თბილისში 27 წლის კაცი სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს - ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს
თბილისში 27 წლის კაცი სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს - ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს

თბილისში 27 წლის მამაკაცი სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს. ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

გარდაცვლილის ნათესავებს არ სჯერათ, რომ ვახტანგ გულუა საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. მათი თქმით, ახალგაზრდა კაცის ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რასაც გადმოვარდნის დროს ვერ მიიღებდა.

,,ეჭვი მაქვს, რომ იჩხუბეს, ეტყობა ძალადობის კვალი ყელზე, სავარაუდოდ, გაგუდეს და მერე გადმოადგეს. მოვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას და ობიექტურ გამოძიებას", - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი. 

თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system