თავში

თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს
თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული ჟ.ი. და 1966 წელს დაბადებული ბ.ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ლ.-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჟ.ი.-ს დახმარებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. პოლიციამ ბ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავა", - აცხადებენ უწყებაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system