თავში

თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს
თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

თბილისის აეროპორტში მოქალაქის ბარგში 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმის მასალები გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს უკვე გადაეცა.

"საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა. საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system