თავში

თბილისსა და ქობულეთში სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი ამოიღეს

თბილისსა და ქობულეთში სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი ამოიღეს
თბილისსა და ქობულეთში სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი ამოიღეს

თბილისსა და ქობულეთში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ჩხრეკის დროს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. თბილისში დაკავებულია 1999 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ბრაუნინგის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი აღმოაჩნდა.

ქობულეთში დაკავებული პირი კი 1991 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც საცხოვრებელ ბინაში „აკს“-ის მოდელის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და გადაჭრილ სანადირო თოფს ინახავდა. მისი ჩხრეკისას ამოღებულია 2 მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system