თავში

თბილისში ახალგაზრდა ქალს სცემეს და გააუპატიურეს

თბილისში ახალგაზრდა ქალს სცემეს და გააუპატიურეს
თბილისში ახალგაზრდა ქალს სცემეს და გააუპატიურეს

თბილისში 25 წლის ქალს სცემეს და გააუპატიურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა", - აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებასა და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system