თავში

თბილისში 10-მდე მანქანა დააზიანეს და გაძარცვეს - PHOTO

თბილისში 10-მდე მანქანა დააზიანეს და გაძარცვეს
თბილისში 10-მდე მანქანა დააზიანეს და გაძარცვეს - PHOTO

თბილისში, მეტრო "დელისის" მიმდებარედ წუხელ ათამდე ავტომობილი დააზიანეს და გაძარცვებს. ადგილობრივების თქმით, წაღებულია მაგნიტოფონიები და მოხსნილია ე.წ. კატალიზატორები.  

მათივე თქმით, ძარცვის პროცესი არც ერთ მეპატრონეს ან გამვლელს არ დაუფიქსირებია. მანქანების მფლოებელმა გაძარცვული და დაზიანებული ავტომობილები დილით აღმოაჩნეს. 

დაზარალებულები მანქანების ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში 2 ადამიანი მონაწილეობდა. 

პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარა. ბრალდებულები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system