თავში

თბილისში, 21 წლის ბიჭი 19 წლის ძმის მკვლელობისთვის დააკავეს

თბილისში, 21 წლის ბიჭი 19 წლის ძმის მკვლელობისთვის დააკავეს
თბილისში, 21 წლის ბიჭი 19 წლის ძმის მკვლელობისთვის დააკავეს

თბილისში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის ძმა ცხელ კვალზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეჭვმიტანილმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system