თავში

თბილისში 3 მოზარდის დაჭრისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში 3 მოზარდის დაჭრისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
თბილისში 3 მოზარდის დაჭრისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, თბილისში სამი არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავა. დაკავებული თავადაც არასრულწლოვანია. მას 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული ლ.მ. არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ
ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system