თავში

თბილისში, ბანკში მძარცველი სავენტილაციო სისტემიდან შეიპარა და იმავე გზით გაიქცა

თბილისში, ბანკში მძარცველი სავენტილაციო სისტემიდან შეიპარა და იმავე გზით გაიქცა
თბილისში, ბანკში მძარცველი სავენტილაციო სისტემიდან შეიპარა და იმავე გზით გაიქცა

დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე VTB ბანკის ფილიალის გაქურდვა სცადეს.

ახალგაზრდა კაცმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით - სავენტილაციო მილიდან დატოვა.

მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 151-ე და 19/177-ე მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system